2008 წლის ომის გამოძახილი: ფსკოველი მედესანტის მონანიება

21 დეკემბერი 2015 Shadow

წყარო: informnapalm.org

საერთაშორისო ვოლონტიორთა ჯგუფმა InformNapalm-მა მოამზადა ახალი OSINT-გამოძიება, გეოგრაფიის ოდნავ გაფართოვებით, მაგრამ ფიგურანტთარუს სამხედრო დამნაშავეთა შეუცვლელად. წინამდებარე სტატიაში წარმოდგენილია რუს მედესანტეთა ჯგუფი საჰაერო-სადესანტო ჯარების ფსკოვის 104- პოლკიდან, რომლებიც მონაწილეობდნენ აგრესიაში საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს. ახლა კი ისინი არიან კრემლის მიერ უკრაინის აღმოსავლეთში გაჩაღებული გამოუცხადებელი ომის მონაწილეები

ახალი ამბავი არაა, რომ რუსეთი არის მთელ მსოფლიოში ჰიბრიდული ტერორიზმის ძირითადი შემოქმედი. ეს ქვეყანა, თავისი დანაშაულებრივი რეჟიმის ხელდასმით, გარეულია უთვალავ სამხედრო დანაშაულში, რაც ჩადენილია პოსტსაბჭოთა სივრცეში, ამჟამად კი ახლო აღმოსავლეთშიც. წლების შემდეგაც კი სოციალურ ქსელებში შეიძლება მოვიძიოთ ინფორმაცია ომში რფ შეიარაღებული ძალების მთელი ქვედანაყოფების მონაწილეობის ფაქტების შესახებ – როგორც წარსულ, ისე დღევანდელ ავანტიურებში.

2015 წლის 3 ნოემბერს ჩვენ გამოვაქვეყნეთ ვიდეორგოლი რუსული სამყარო” – ექსკლუზიური ვიდეო რუსი სამხედრო დამნაშავეების გართობის შესახებ გორის მიდამოებში 2008 წლის აგვისტოში, რომელიც ასახავს ვანდალიზმის ფაქტს ჩრდილოკავკასიის სამხედრო ოლქის (ამჟამად სამხრეთ სამხედრო ოლქი) ტანკისტთა და საჰაერო-სადესანტო ჯარების ფსკოვის 104-ე პოლკის მედესანტეთა მონაწილეობით. რამდენიმე ხნის შემდეგ ჩვენი მოწოდების საპასუხოდ, გადმოეცათ ჩვენთვის დამატებითი ინფორმაცია რუსი სამხედრო დამნაშავეებისა და მათი ხელშემწყობების შესახებ, რაც გაჟღერდა 9 ნოემბერს წერილში “31-ე ბრიგადის ულიანოვსკელი მედესანტეები უკანონო შეიარაღებული ფორმირების „პატრიოტის“ შემადგენლობაში“, ჩვენ მოგვმართა ანონიმმა წყარომ, რომელმაც გვიამბო შემდეგი: „2008 წელს ვმსახურობდი რფ შეიარაღებული ძალების საჰაერო-სადესანტო ჯარების 104-ე პოლკში, ვარ „მშვიდობისადმი იძულების ოპერაციის“ ვეტერანი.“ წლების შემდეგ და დღევანდელი რეალიების გათვალისწინებით ბევრი რამ გააცნობიერა. ის, რასაც დღეს აკეთებს რუსეთი უკრაინის მიმართ, მისთვის მიუღებელია, მითუმეტეს რომ მის ძარღვებში ჩქეფს უკრაინული სისხლი. მონანიების წერილის ბოლოს წყარომ დაგვიტოვა სოციალურ ქსელ „ვკონტაქტე“-ში თავისი ყოფილი თანამებრძოლების პროფილების გვერდების ბმულები და ხაზი გაუსვა, რომ ძიება უნდა მოხდეს მათ შორის.

რუს მედესანტეთა გვერდების ჩატარებული დაზვერვის შედეგად შეგროვებულია შემდეგი ინფორმაცია:

ანტონ ისაევი– რფ შეიარაღებული ძალების კადრის სამხედრო მოსამსახურე, სავარაუდოდ მსახურობს საჰაერო-სადესანტო ჯარების 76-ე დივიზიაში. საქართველოში 2008 წელს რუსეთის შემოჭრის „ვეტერანი“ 104-ე სადესანტო-მოიერიშე პოლკის ტაქტიკური ქვედანაყოფის შემადგენლობაში, რფ-ის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში გაჩაღებული გამოუცხადებელი ომის მონაწილე (პროფილის არქივი1 და 2 ფოტოალბომების არქივიკონტაქტების არქივიმეორე პროფილის არქივი). წარმოშობით კარელიის ქალაქ ოლონეციდან. საცხოვრებელი ადგილი რეგისტრაციის მიხედვით ქ. პეტროზავოდსკი.

მიუხედავად იმისა, რომ ა. ისაევის ალბომში არ არის ფოტოსურათები, რომლებიც მიუთითებდა, რომ იგი არის 2008 წლის ინტერვენციის მონაწილე, ვიდეოპორტალ youtube-ზე აღმოაჩინეს სიუჟეტი, რომელშიც რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტი დ. მედვედევი აჯილდოვებს ორდენებითა და მედლებით 104-ე სადესანტო-მოიერიშე პოლკის მედესანტეებს „მშვიდობისადმი იძულების“ ოპერაციის შედეგების მიხედვით, რომელთა შორის ფიგურირებს ისაევიც „მამაცობის ორდენით“ დაჯილდოებისას. გარდა ამისა, ისაევის ვიდეოალბომში აღმოჩენილია ზემოხსენებული ვიდეორგოლი ქ. გორში ვანდალიზმის ფაქტის ასახვით, რომელზეც ის მონიშნულია როგორც თანამონაწილე თავისივე თანამოსამსახურის პეტრე პეტროვის მიერ. თავად ა. ისაევის ფოტოალბომში კი აღმოჩენილია სლაიდი უკრაინიდან, სადგურ ილოვაისკის კედლის ფონზე, აგრეთვე სხვა  ფოტოსურათები დონბასიდან და ტერორიზმში საბრძოლო მეგობრებთან ერთად.

 

  info-2info-1                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                              

დიმიტრი ვიაჩესლავის ძე დოროფეევი სავარაუდოდ რფ შეიარაღებული ძალების კადრის სამხედრო მოსამსახურე.  საქართველოში 2008 წელს რუსეთის შემოჭრის „ვეტერანი“ 104-ე სადესანტო-მოიერიშე პოლკის ტაქტიკური ქვედანაყოფის შემადგენლობაში. რფ-ის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში გაჩაღებული გამოუცხადებელი ომის მონაწილე პროფილისარქივი, ფოტოალბომისა და დონბასის ფოტონაკრების არქივი,  კონტაქტებისარქივი).  დ. დოროფეევის ალბომში ბევრია ფოტისურათი, რომლებიც მიუთითებს მის მონაწილეობაზე საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ინტერვენციაში 2008 წელს იმავე ტაქტიკური ქვედანაყოფის – საჰაერო-სადესანტო ჯარების104-ე სადესანტო-მოიერიშე პოლკის შემადგენლობაში. გარდა ამისა, დოროფეევის ფოტოალბომში აღმოჩენილია სურათების მთელი კოლექცია მისი „დონბასში მივლინებიდან“ 2014-2015 წწ., მათ შორის ქსმ „სომალი“-სთან და ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა სმ-21 “ზა დებალცევო”-სთან.

45

საქართველო-2008 წელი                                                                       უკარინა,დონბასი- 2015 წელი

სტეპან კრავჩენკო  საქართველოში 2008 წელს რუსეთის შემოჭრის „ვეტერანი“ 104-ე სადესანტო-მოიერიშე პოლკის ტაქტიკური ქვედანაყოფის შემადგენლობაში (პროფილისარქივი, 1 და 2  ფოტოალბომების არქივი, კონტაქტების არქივი). ცხოვრობს მოსკოვში. დაჯილდოვებულია მედლით «მხედრული მამაცობისათვის», აგრეთვე სიგელებით რფ პრეზიდენტის დ. მედვედევისა და პოლკის მეთაურის გ. ანაშკინის სახელით. კრავჩენკოს ალბომში ბევრია საქართველოში აგვისტოში შემოჭრის ფოტოსურათი ცინიკური კომენტარებით, რომლებიც მან გააზიარა თავისი თანამოსამსახურისა და იმავე მოვლენების მონაწილის ალექსანდრ კრენისაგან

51-741ალექსანდრ კრენისაქართველოში 2008 წელს რუსეთის შემოჭრის „ვეტერანი“ 104-ე სადესანტო-მოიერიშე პოლკის ტაქტიკური ქვედანაყოფის შემადგენლობაში (პროფილისარქივი, 1 და 2 ფოტოალბომების არქივი, კონტაქტების არქივი). ცხოვრობს სანქტ-პეტერბურგში. მისი თანამოსამსახურის ს. კრავჩენკოსაგან განსხვავებით, მოკრძალებულ ა. კრენს 2008 წლის ომის არც ისე ბევრი ფოტოსურათი აქვს.

ალექსანდრ ფილიმონოვი – საქართველოში 2008 წელს რუსეთის შემოჭრის „ვეტერანი“ 104-ე სადესანტო-მოიერიშე პოლკის ტაქტიკური ქვედანაყოფის შემადგენლობაში პროფილისარქივი,  ფოტოალბომის არქივი,  კონტაქტების არქივი). ფილიმონოვის ალბომში არცთუ ცოტაა 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდის სურათები კომენტარებით, მათ შორის გორიდანაც.

67-97იგორ კორობჩუკი საქართველოში 2008 წელს რუსეთის შემოჭრის „ვეტერანი“ 104-ე სადესანტო-მოიერიშე პოლკის ტაქტიკური ქვედანაყოფის შემადგენლობაში პროფილისარქივი, ფოტოალბომის არქივი,  კონტაქტების არქივი). ცხოვრობს მოსკოვში. კორობჩუკის ალბომში ინახება საქართველოში რუსეთის შემოჭრის პერიოდის სურათები, რომლებიც მან გააზიარა თავისი თანამოსამსახურისა და იმავე მოვლენების მონაწილის ალექსანდრ კრენისაგან.

ევგენი ბორისოვი– საქართველოში 2008 წელს რუსეთის შემოჭრის „ვეტერანი“ 104-ე სადესანტო-მოიერიშე პოლკის ტაქტიკური ქვედანაყოფის შემადგენლობაშიპროფილის არქივი,  ფოტოალბომის არქივი, კონტაქტების არქივი). ბორისოვის ალბომში არცთუ ცოტაა საქართველოში რუსეთის შემოჭრის პერიოდის ექსკლუზიური ფოტოსურათები, რომლებიც მან გააზიარა თავისი თანამოსამსახურისა და იმავე მოვლენების მონაწილის ალექსანდრ კრენისაგან.

30-351პაველ ნეკრასოვი საქართველოში 2008 წელს რუსეთის შემოჭრის „ვეტერანი“ 104-ე სადესანტო-მოიერიშე პოლკის ტაქტიკური ქვედანაყოფის შემადგენლობაში, დსმ-ის მექანიკოს-მძღოლი (პროფილის არქივი, ფოტოალბომის არქივი, კონტაქტების არქივი). დაბადების თარიღი – 1988 წლის მაისი, დაბ. არხანგელსკის ოლქის სოფ. სარგინოდან, ცხოვრობს ქ. ველსკში და დაჯილდოვებულია მედლით «საბრძოლო  წარჩინებისათვის», აგრეთვე სიგელებით რფ პრეზიდენტის დ. მედვედევისა და პოლკის მეთაურ გ. ანაშკინისაგან (1 და 2).

02ხულერ კირტინმაი რფ შეიარაღებული ძალების კადრის მოსამსახურე, სავარაუდოდ მსახურობს 74-ე ცალკეულ მოტომსროლელთა ბრიგადაში, რომელიც დისლოცირებულია იუგრაში და არაერთხელ დაფიქსირებულა “როსტოვ-უკრაინის” მივლინების კონტექსტში. საქართველოში 2008 წელს რუსეთის შემოჭრის “ვეტერანი” 104-ე სადესანტო-მოიერიშე პოლკის ტაქტიკური ქვედანაყოფის შემადგენლობაში პროფილის არქივი, 1 და 2ფოტოალბომების არქივი, კონტაქტების არქივი). წარმოშობით შაგონარნინ აკ-ტურუგდანიდან, ტუვა.

პეტრე ანატოლის ძე პეტროვი (სავარაუდოდ ფსევდონიმია, ნამდვილი სახელი – ალექსანდრე) –რფ შეიარაღებული ძალების კადრის მოსამსახურე, სავარაუდოდ მსახურობს საჰაერო-სადესანტო ჯარების 76-ე დივიზიაში. პ. პეტროვის ალბომში ბევრია 2014 წლის ფოტოსურათები, სავარაუდოდ რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან,  რაც მიუთითებს დონბასის საომარ მოქმედებებში მისი მონაწილეობის შესაძლებლობას. პეტროვი არის საქართველოში 2008 წელს რუსეთის შემოჭრის „ვეტერანი“ 104-ე სადესანტო-მოიერიშე პოლკის ტაქტიკური ქვედანაყოფის შემადგენლობაში (პროფილის არქივი, ფოტოალბომისა და ვიდეოალბომისარქივი, კონტაქტების არქივი).მიუხედავად იმისა, რომ პეტროვის ალბომში არ არის საქართველოში რუსეთის შემოჭრის პერიოდის ფოტოსურათები, ნიშანდობლივია მისი ვიდეოალბომი, სადაც ფიგურირებს ორი ვიდეორგოლი 2008 წლის მოვლენების ამსახველი კადრებით, რომლებშიც ჩანს რუსი მედესანტეების ვანდალიზმის ფაქტი ქ. გორის მახლობლობაში. აღსანიშნავია, რომ პეტროვს არ დავიწყებია ამ ვიდეოზე თავისი თანამებრძოლების – საქართველოში ოკუპანტთა გაუკუღმართებული გართობის თანამონაწილეთა აღნიშვნა, რაც დაგვეხმარა ინტერვენტთა ქვედანაყოფის ძირითადი შემადგენლობის დადგენაში. ვიდეორგოში ჩანან: ანტონ ისაევი, რომან ტიურბეევიდიმიტრი სტაროვოიტოვივიქტორ დანილოვივლადიმერ ბალდანოვისერგეი ჩერნიშოვირომა ბუშინივიტიოკ მოკროვიაიდინ მონგუშივიქტორ ივანოვი (ვ. დანილოვისა და რ. ბუშინის გვერდები გაუქმებულია, ყველა დანარჩენი არის წინამდებარე გამოძიების ფიგურანტი)                                                         Screenshot4

დიმიტრი სტაროვოიტოვი– რფ შეიარაღებულ ძალთა კადრის მოსამსახურე. საქართველოში 2008 წელს რუსეთის შემოჭრის „ვეტერანი“ 104-ე სადესანტო-მოიერიშე პოლკის ტაქტიკური ქვედანაყოფის შემადგენლობაში  (პროფილის არქივი, 1 და 2 ფოტოალბომების არქივი, კონტაქტების არქივი). სავარაუდოდ მოასწრო სწვეოდა დონბასს, ერთ-ერთ ფოტოსურათზე ფიქსირდება ჯილდო, რომელიც წააგავს „დნრ”-ის გიორგის ჯვარს. სტაროვოიტოვის ალბომში არის 2008 წლის საქართველოში რუსეთის აგრესიის პერიოდის ფოტოსურათების მთელი ნაკრები. მას ასევე გასცემს თაგი პეტრე პეტროვის ვიდეორგოლზე.

Screenshot0052ვლადიმერ ბოლდანოვი საქართველოში 2008 წელს რუსეთის შემოჭრის „ვეტერანი“ 104-ე სადესანტო-მოიერიშე პოლკის ტაქტიკური ქვედანაყოფის შემადგენლობაში (პროფილისარქივი,  ფოტოალბომის არქივი, კონტაქტების არქივი). ცხოვრობს ხაბაროვსკში, ტელეფონი +79143752446. მიუხედავად იმისა, რომ ბოლდამოვის ალბომში არ არის 2008 წლის რუსეთის აგრესიის პერიოდის ფოტოსურათები, იგი გასცა თაგმა მისი თანაპოლკელის პეტრე პეტროვის ვიდეორგოლზე . ბოლდანოვი ამოცნობილია როგორც ვანდალიზმის დაფიქსირებული ფაქტის თანამონაწილე.

სერგეი ჩერნიშოვი– საქართველოში 2008 წელს რუსეთის შემოჭრის „ვეტერანი“ 104-ე სადესანტო-მოიერიშე პოლკის ტაქტიკური ქვედანაყოფის შემადგენლობაში (პროფილისარქივი, ფოტოალბომის არქივი,  კონტაქტების არქივი). დაბადების თარიღი – 1988 წლის 13 თებერვალი, ცხოვრობს ქ. ვლადიმირში. ჩერნიშოვის ალბომში არ არის აშკარა სურათები 2008 წლის ომის მოვლენებზე, თუმცა ფიგურირებს კავკასიის ამსახველი რიგი სხვა ფოტოსურათები, აგრეთვე იგი თაგით მონიშნულია პეტრე პეტროვის ვიდეორგოლში. ჩერნიშოვის წყალობით გამოვავლინეთ კიდევ ერთი ფსკოველი მედესანტე იური სმირნოვი (ამ გამოძიების ბოლო ფიგურანტი), რომელიც 2014 წლის შემოდგომაზე საჰაერო-სადესანტო ჯარების ქვედანაყოფის შემადგენლობაში ომობდა აღმოსავლეთ უკრაინაში.

ვიტიოკ მოკროვი– საქართველოში 2008 წელს რუსეთის შემოჭრის „ვეტერანი“ 104-ე სადესანტო-მოიერიშე პოლკის ტაქტიკური ქვედანაყოფის შემადგენლობაში (პროფილისარქივი, ფოტოალბომის არქივი,  კონტაქტების არქივი). დაბადების თარიღი – 1987 წლის 29 ნოემბერი. ვ. მოკროვის ალბომში არ არის 2008 წლის ომის მოვლენათა ამსახველი ფოტოსურათები, თუმცა იგი, ისევე როგორც სხვები, გასცა თაგმა პეტრე პეტროვის ვიდეორგოლში, აგრეთვე 104-ე პოლკის მეთაურის ფოტოსურათმა ინტერვიუზე “ჩვენ ვუტევდით გორს” – 104-ე სადესანტო-მოიერიშე პოლკის მეთაურის გენადი ვლადიმერის ძე ანაშკინის მონათხრობი“.

Screenshot0062აიდინ მონგუში– რფ შეიარაღებულ ძალთა კადრის მოსამსახურე, საქართველოში 2008 წელს რუსეთის შემოჭრის „ვეტერანი“ 104-ე სადესანტო-მოიერიშე პოლკის ტაქტიკური ქვედანაყოფის შემადგენლობაში (1 და 2 პროფილების არქივი,  ფოტოალბომის არქივი, კონტაქტების არქივი). ა. მონგუშის ალბომში არ არის 2008 წლის ომის სურათები, თუმცა იგი, კვლავ და კვლავ, გასცა თაგმა პეტრე პეტროვის ვიდეორგოლში.

ვიქტორ ივანოვი რფ შეიარაღებულ ძალთა კადრის მოსამსახურე, საქართველოში 2008 წელს რუსეთის შემოჭრის „ვეტერანი“ 104-ე სადესანტო-მოიერიშე პოლკის ტაქტიკური ქვედანაყოფის შემადგენლობაში, აგრეთვე ყირიმის ხელში ჩაგდების ოპერაციის მონაწილე,დაჯილდოვებულია მედლებით “ყირიმის დაბრუნებისათვის” და “მხედრული მამაცობისათვის” (პროფილის არქივი,  ფოტოალბომის არქივი, კონტაქტების არქივი). ცხოვრობს ქ. ფსკოვში. ვ. ივანოვის ალბომში არ არის 2008 წლის ომის სურათები, თუმცა იგი, ისევე როგორც მისი სხვა თანაპოლკელები, გასცა თაგმა პეტრე პეტროვის ვიდეორგოლში.

რომან ტიურბეევი– საქართველოში 2008 წელს რუსეთის შემოჭრის „ვეტერანი“ 104-ე სადესანტო-მოიერიშე პოლკის ტაქტიკური ქვედანაყოფის შემადგენლობაში (პროფილისარქივი,  ფოტოალბომის არქივი,  კონტაქტების არქივი). ცხოვრობს ქ. პოდოლსკში. რ. ტიურბეევის ალბომში არ არის 2008 წლის ომის სურათები, თუმცა იგი გასცა თაგმა პეტრე პეტროვის ვიდეორგოლში, აგრეთვე თანაპოლკელ ანტონ ისაევის კომენტარმა და ფოტოსურათმა მისი გვერდიდან.

დენის შიკულა– საქართველოში 2008 წელს რუსეთის შემოჭრის „ვეტერანი“ 104-ე სადესანტო-მოიერიშე პოლკის ტაქტიკური ქვედანაყოფის შემადგენლობაში (პროფილისარქივი, ფოტოალბომის არქივი, კონტაქტების ცხოვრობს ქ. კარპინსკში. დ. შიკულას ალბომში – არის მთელი ფოტონაკრები 2008 წ. საქართველოში რუსეთის ინტერვენციის დროიდან. ასევე მას გასცემს თაგი პეტროვის ვიდეოდან.

იური სმირნოვი– რფ შეიარაღებულ ძალთა კადრის მოსამსახურე, მსახურობს საჰაერო-სადესანტო ჯარების 74-ე დივიზიაში (პროფილის  არქივი, ალბომის  არქივი, კონტაქტებისარქივიდა წინამდებარე გამოძიების ბოლო ფიგურანტი. დაბადების თარიღი – 1986 წლის 13 აგვისტო, წარმოშობით ქ. სოკოლიდან. 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ აგრესიაში მისი მონაწილეობის ფაქტზე ფოტოსურათები და ინფორმაცია არა გვაქვს, თუმცა იგი აშკარად დაფიქსირდა დონბასში თავის ქვედანაყოფთან ერთად 2014 წლის შემოდგომაზე, რასაც მოწმობს რიგი ფოტოსურათები საბრძოლო მოქმედებების ზონიდან. მამაცობის ორდენის კავალერი.

4-59დასკვნის სახით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ წარმოდგენილ გამოძიებაში სულ ფიგურირებს 19 რუსი სამხედრო დამნაშავე, აქედან რვა ისევ მსახურობს რფ შეიარაღებულ ძალებში. 18 მედესანტე არის 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მონაწილე, ხოლო ექვსი მათგანი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის გამოუცხადებელი ომის მონაწილეა.

ცნობა: 2008 წ. აგვისტოში რუსეთის სპეცსამსახურებმა, თავისი „სამხრეთ-ოსეთელი“ მარიონეტი სეპარატისტების გამოყენებით, მოახდინეს საომარი კონფლიქტის პროვოცირება საქართველოს სამაჩაბლოს რეგიონში (ე.წ. სამხრეთ ოსეთი). რუსეთის „სამშვიდობო ძალებმა“ განგებ არ მოახდინეს რეაგირება ოს მებრძოლთა გააქტიურებაზე, რომლებიც ატარებდნენ რეგიონის ქართული სოფლების მიზანმიმართულ დაბომბვას. იმის შემდეგ, რაც საქართველოს შეიარაღებული ძალები იძულებულნი იყვნენ დაეწყოთ ოპერაცია მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ცხინვალის რეგიონში საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე და შეუდგნენ სეპარატისტ პროვოკატორთა აქტივობის კერების ლოკალიზებას, რუსეთმა გამოაცხადა „მშვიდობისადმი იძჲლების“ ოპერავიის დაწყების შესახებ, რომელიც გადაიზარდა პირდაპირ აგრესიაში საქართველოს წინააღმდეგ, სამაჩაბლოს რეგიონისა და აფხაზეთის შემდგომი ოკუპაციით, აგრეთვე დღემდე მიმდინარე ე.წ. მცოცავი ოკუპაციით. 2008 წლის რუსეთის სამხედრო შემოსევის შედეგების მიხედვით დაიღუპა საქართველოს 408 მოქალაქე (მათ შორის 170 სამხედრო მოსამსახურე), ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვი გაიზარდა 26 ათასი ადამიანით (სულ ლტოლვილთა რიცხვი საქართველოში შეადგენს 260 ათასზე მეტ ადამიანს), ოკუპირებულია სახელმწიფოს ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტი.