22 სექტემბერი- საბჭოთა და ნაცისტური ჯარების ერთობლივი შტურმი ბრესტზე

22 სექტემბერი 2015 Shadow

წყარო: fakeoff.org

საბჭოთა და ნაცისტურმა ჯარებმა შტურმით აიღეს პოლონეთის ქალაქი ბრესტი და 1939 წლის 22 სექტემბერს  ერთობლივი აღლუმი ჩაატარეს. ქალაქის აღებას ხანგრძლივი პროცესები უძღოდა.

c637504ae289bfd11939 წლის 2 სექტემბერს ბრესტის ქალაქში გერმანელებმა პირველი ბომბი ჩამოაგდეს და „თეთრი სასახლე“ გაანადგურეს.  I მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, რუსეთის მიერ აგებული ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ციხე-სიმაგრე აღარავისთვის წარმოადგენდა სერიოზულ დაბრკოლებას საომარი მოქმედებებისთვის და ქვედანაყოფებისთვის მუდმივი განთავსების ადგილად გამოიყენებოდა.

გარნიზონის ქალაქი და ციხე-სიმაგრე გენერალ კლიბერგის რაზმის დაქვემდებარების ქვეშ იყო. 11 სექტემბერს გარნიზონის მეთაურად გადამდგარი გენერალი კონსტანტინე პლისოვსკი დაინიშნა, რომელმაც მის ხელთ არსებული რესურსების ფორმირება მოახდინა. პლისოვკსი რუსეთის იმპერიის შტაბში მოღვაწეობდა პირველი მსოფლიო ომის გენერალ დენის დავიდოვთან ერთად.

13 სექტემბერს ციხე-სიმაგრიდან სამხედროების ოჯახის წევრების ევაკუაცია დაიწყეს, მაგრამ დანაღმულმა ტანკებმა ხიდები და დამაკავშირებელი გზები დაბლოკეს.

გენერალ გუდერიანს ქალაქის აღების ბრძანება ჰქონდა. ისე უნდა მოეხერხებინა, რომ გარნიზონს უკან დახევის საშუალება აღარ ჰქონოდა და ქალაქის სამხრეთში განთავსებულ მეორე პოლონურ დაჯგუფებას ვერ დაკავშირებოდნენ.

გერმანული მხარის უპირატესობა თვალსაჩინო იყო, მათ მხარეს 2-ჯერ მეტი ქვეითი ჯარი და ტანკები იყო , სამხედრო არტილერია კი 6 ჯერ აღემატებოდა პოლონელებისას.  გუდერიანს სჯეროდა, რომ 80 ტანკი საკმარისი იქნებოდა ციხის ხელში ჩასაგდებად. ძირითადი სამხედრო ძალები ბრესტის ასაღებად, მის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში განათავსეს, ასევე,  გადაკეტეს რკინიგზისაკენ მისასვლელი ყველა გზა. პოლონეთის აღმოსავლეთ ნაწილში არსებული ციხის აღება სირთულეს აღარ წარმოადგენდა, რადგანაც თითქმის მთელი ქვეყანა ალყაში იყო მოქცეული. 14 სექტემბერს ნაცისტურმა ჯარმა შეტევა კიდევ უფრო გააძლიერა და, პოლონეთის მცდელობის მიუხედავად, ქალაქის უდიდესი ნაწილი მათ ხელში აღმოჩნდა, ჯარისკაცთა 40 % კი დაიღუპა.

16 სექტემბრის დილას გერმანელებმა იერიში მიიტანეს ბრესტის ციხე-სიმაგრეზე506bc894231e7fda_1 3 დღის განმავლობაში მიმდინარე იერიშების შემდეგ გერმანელებმა უკან დაიხიეს. 17 სექტემბრის ღამეს პილოვსკიმ ციხე-სიმაგრის დატოვების ბრძანება მიიღო და სამხრეთით გაემართა იმ ერთადერთი ხიდის მეშვეობით, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო გადამწვარი. როგორც შემდგომში აღმოჩნდა, გენერალ პილოვსკის გადაწყვეტილება საოცრად დროული იყო.

ციხე-სიმაგრეში ვაცლავ რაძიშევსკის მეთაურობით მხოლოდ 82 მოხალისე ქვეითი ჯარისკაცი დარჩა, რათა ძირითადი სამხედრო ძალების უკან დახევა შეუმჩნეველი დარჩენილიყო.

გერმანელებმა მხოლოდ 19 სექტემბერს აღმოაჩინეს მათ მიერ დაშვებული შეცდომა და რაძიშევსკს უკან დახევა შესთავაზეს, თუმცა, პასუხად უარი მიიღეს. ამის შემდეგ, 20 სექტემბერს გერმანულმა ჯარებმა სისტემატური დაბომბვა დაიწყეს, მაგრამ ქვეითი ჯარი ისევ ბრძანებას ელოდებოდა.

სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა 22 სექტემბერს, როცა წითელი არმიის 29-ე სატანკო ბრიგადა კრივოშეინის მეთაურობით ჩაერთო ბრძოლაში. ბრესტ ლიტოვსკი საბჭოთა ტერიტორიის ნაწილი გახდა.

მეორე დღეს გერმანიის ჯარს ქალაქი უნდა დაეტოვებინა, მაგრამ საბჭოთა-გერმანული მეგობრობის განსაკუთრებული აღნიშვნა გადაწყვიტეს. მათ ერთობლივი აღლუმის ჩატარება განიზრახეს. ზეიმი საბჭოთა ჯარების ჩამოსვლის შემდეგ დღეს, 23 სექტემბერს გაიმართა. ჩვეულებრივ, საზეიმო აღლუმებს ერთი პირი იბარებს, ეს შემთხვევა კი გამონაკლისი იყო- გენერალმა გუდერიანმა და კრივოშეინმა ერთად ჩაიბარეს აღლუმი. 

შეტაკებები ამის შემდეგაც გაგრძელდა და საბოლოოდ, 26 სექტემბერს პოლონეთის დამარცხება და გაყოფა გარდაუვალი გახდა. ამ დროს კაპიტანმა რაძიშევსკიმ საბოლოო ბრძანა გასცა, ჯარისკაცებს საკუთარ ოჯახებთან ყოფნა უბრძანა და თვითონაც ესე მოიქცა. 

ბრესტის ციხე-სიმაგრიდან რაძიშევსკი და პლისოვსკი დაუმარცხებლები გამოვიდნენ, მათი თავდაუზოგავი ბრძოლა საბჭოთა წითელი არმიისა და ჰიტლერის ჯარების წინააღმდეგ დღესაც ახსოვს პოლონეთის მოსახლეობას და მსოფლიოს.