დიმიტრი მედვედევმა"Вечерний Тбилиси" დააჯილდოვა

12 ივნისი 2015 Shadow

557826_105118169651700_1770124590_n_1რუსეთის პრემიერ მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა დააჯილდოვა გაზეთი  "Вечерний Тбилиси", რომელიც საქართველოში გამოიცემა. 11 ივნისს მოსკოვში გამართულ რუსული პრესის კონგრესზე რუსული ენისა და კულტურის დაცვაში წვლილის შეტანისთვის სიგელები იმ რუსულენოვან გაზეთებს გადაეცათ, რომლებიც რუსეთის ფარგლებს გარეთ გამოიცემა.  "Вечерний Тбилиси"-ის გარდა დაჯილდოვდნენ გაზეთებმა „ინგლისი“ (დიდი ბრიტანეთი), „პრაღის ექსპრესი“ (ჩეხეთი) და „რუსული ემირატები“ (გაერთიანებული არაბეთის საამიროები).

"Вечерний Тбилиси" საქართველოში ამ სახელწოდებით 1936 წლიდან გამოიცემა. მისი რედაქტორი ვადიმ ანასტასიადია. მასვე ეკუთვნის გამოცემის წილის 40 პროცენტი. 15-15%-ის მფლობელები არიან - მაყვალა ოსიშვილი, ნანა მელი-ოგანიანი, ამალია გოგოლაძე და ანა ბაგდასაროვა.

ვადიმ ანასტასიადი საქართველოში დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით. მას ეს ჯილდო  საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ 1997 წელსგადასცა საქართველოში ჟურნალისტიკის განვითარების საქმეში შეტანილი დიდი წვლილისა და საქართველოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში აქტიური საქმიანობისათვის.

2015 წლის აპრილში კი ვადიმ ანასტასიადი დაჯილდოვდა  „ოქროს ფრთით“, რომელსაც ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდი გასცემს. ფონდს თამარ ფხაკაძე ხელმძღვანელობს.