ევროკავშირი რუსეთისადმი სანქციებს 6 თვით გაახანგრძლივებს - ნეტგაზეთი

22 ივნისი 2015 Shadow

წყარო: Netgazeti.ge

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ფილიპ ჰამონდის თქმით, დღეს, 22 ივნისს, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს ნახევარი წლით გაახანგრძლივებს. როგორც რია ნოვოსტი იუწყება, ამის თაობაზე ბრიტანელმა დიპლომატმა ევროკავშირის საგარეო საკითხთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა ლუქსემბურგში.

 "უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ოფიციალურად შევთანხმდებით, რომ გახანგძლივდეს სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მანამ, სანამ ის არ შეასრულებს მინსკის ვალდებულებებს. კიდევ ექვსი თვე იქნება სანქციები," - თქვა მან.

 შეგახსენებთ, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სპეციალური სანქციებია დაწესებული.