31 ევროპარლამენტარი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას ითხოვს

4 დეკემბერი 2015 Shadow

ევროპარლამენტმა ღია წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც ხელს 31 პარლამენტარი აწერს. ღია წერილში ავტორები ევროპარლამენტის ლიდერებს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს, ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერს, საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს კომისარს ფედერიკა მოგერინის და სხვებს მიმართავენ. ისინი ღია წერილში უკრაინასა და საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას ითხოვენ.

"ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ უკრაინისთვის და საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭება გამოხატავს ევროკავშირის ჭეშმარიტ ძალისხმევას აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართ. ეს გადაუდებელია იმ უზარმაზარი სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური და პროპაგანდისტული ზეწოლის ფონზე, რომელიც ევროკავშირის ასოცირებულ პარტნიორებზე ხორციელდება. მეტიც, ეს გააძლიერებს უკრაინისა და საქართველოს გამბედაობას იმისთვის, რომ გააგრძელონ რეფორმები და მოახდინონ დემოკრატიული ცვლილებები ქვეყანაში", - ნათქვამია წერილში.

წერილს ხელს აწერენ პეტრას ოუშტრავიჩუსი(ევროპელი ლიბერალების და დაემოკრატების ალიანსი) , გაბრიელუს ლანდსბერგისი, იაცეკკ სარიუჟ-ვოლსკი, ანდრეი პლენკოვიჩი (ევროპის სახალხო პარტია), რებეკა ჰარმსი(ევროპული თავისუფალი ალიანსი) და სხვები. ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ უკრაინელ და ქართველ ხალხს უკვე მომავალ წელს შეეძლებათ, უვიზო რეჟიმის ბენეფიციარები გახდნენ.

საქართველო ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) შესრულების თაობაზე რიგით მეოთხე ანგარიშის შედეგებს ელოდება, რომელიც 15 დეკემბერს უნდა გამოქვეყნდეს. ქართული მხარის მოლოდინის, ევროკავშირის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებში არსებული პოზიტიური დამოკიდებულებ უკანასკნელი თვის განმავლობაში ხშირად გაჟღერდა.

 

წყარო: Tabula.ge