მემორიალი - რაში სდებენ ბრალს ორგანიზაციას

23 მარტი 2023 Shadow

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა ჩაატარა ჩხრეკა მოსკოვში “საერთაშორისო მემორიალის” ყოფილი თანამშრომლების სახლებში „ნაციზმის რეაბილიტაციის“ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. საქმის აღძვრის მოტივი ნაცისტებთან თანამშრომლობისთვის მსჯავრდებულის ვინაობა გახდა, რომლებიც “მემორიალის” მიერ გამოქვეყნებულ რეპრესირებულთა სიაში აღმოჩდნენ. იმავდროულად, ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი ოლეგ ორლოვი უშიშროების ძალებმა ასევე დაადანაშაულეს რუსეთის არმიის განმეორებით „დისკრედიტაციაში“.

 

რას ედავებიან “მემორიალს” და როგორ მიმდინარეობდა უფლებადამცველების ჩხრეკა

 

"ნაციზმის რეაბილიტაციის" საქმეზე ჩხრეკა ჩატარდა 21 მარტის დილით, “მემორიალის” ცხრა თანამშრომლის სახლებში: თავმჯდომარესთან - იან რაჩინსკისთან, მის მოადგილე ნიკიტა პეტროვთან, საბჭოს ხელმძღვანელ ოლეგ ორლოვთან, კულტურული პროგრამების კურატორ ალექსანდრა პოლივანოვასა და დედამისთან,  გალინა იორდანსკაიასთან, ალენა კოზლოვასთან, ირინა ოსტროვსკაიასა და ისტორიკოს ალექსანდრ გურიანოვთან. ამის შემდეგ ისინი დაკითხვაზე გადაიყვანეს.

”ჩემთან ყველაფერი გადაატრიალეს, ძველი საოჯახო ფოტოალბომების ჩათვლით,” - განაცხადა პოლივანოვამ. „სველი წერტილის ქვეშ, სამზარეულოში. ყველაზე ინტენსიურად კი საძინებელ ოთახში, ტანსაცმელში, ჩემი შვილის ნივთებში. ისინი ეძებდნენ ყველაფერს, რაც სიტყვა "მემორიალთან" იყო დაკავშირებული. ჩამომართვეს ყველა კომპიუტერი, პლანშეტური კომპიუტერი [...] დაკითხვისას მეკითხებოდნენ “მემორიალის” მონაცემთა ბაზაზე: როგორ არის შედგენილი, როგორ ვამოწმებთ ინფორმაციას, რა არის ინფრმაციის წყარო“.

გარდა ამისა, უშიშროების თანამშრომლები მივიდნენ შენობაში, სადაც „მემორიალის“ ოფისი იყო განთავსებული. ჩხრეკა საგამოძიებო კომიტეტისა და ექსტრემიზმთან ბრძოლის ცენტრის (ცენტრი „ე“) თანამშრომლებმა განახორციელეს.

მემორიალის მიერ მათი ოფისის ჩხრეკის შემდეგ გამოქვეყნებული ფოტოები:

              

უფლებადამცველებმა განაცხადეს, რომ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა საგამოძიებო კომიტეტის მიერ 3 მარტს ინიცირებული, ინტერნეტის მეშვეობით „ნაციზმის რეაბილიტაციაზე“ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში. გამომძიებლების თქმით, "მემორიალის" "უცნობმა თანამშრომლებმა" შეიტანეს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა სიაში (ის შეიცავს დაახლოებით ოთხ მილიონ ჩანაწერს) სამი ადამიანის სახელი, რომელთაგან ერთს მიესაჯა ბანაკში გადასახელბა გერმანიის პოლიციის რაზმში მუშაობისთვის. დანარჩენი ორი კი გასამართლდა სამშობლოს ღალატისთვის. როგორც „აგენტს“ „მემორიალში“ განუმარტეს, საუბარია პიოტრ დოლჟენკოვზე, პიოტრ დვოინიხზე და რუდოლფ ნაიმლერზე.

მოგვიანებით “მემორიალმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა საზოგადოების საბჭოს თავმჯდომარის, ოლეგ ორლოვის წინააღმდეგ, რუსეთის არმიის განმეორებით „დისკრედიტაციისთვის“. 2022 წლის მაისში, მსგავსი მუხლით, ის 65 ათასი რუბლით დააჯარიმეს ომის საწინააღმდეგო პიკეტზე გამოსვლისთვის, სადაც მას ეჭირა პლაკატი წარწერით - „რუსეთი 2022 - გამარჯვებული ფაშიზმის ქვეყანა“.

ამჯერად, საქმის აღძვრის მიზეზი ორლოვის მიერ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული სტატია გახდა, სადაც ის რუსეთის ხელისუფლება ფაშისტური გერმანიის ხელისუფლებას ადარებდა. სტატია იწყებოდა სიტყვებით, "პუტინის მიერ უკრაინაში გაჩაღებული სისხლიანი ომი არის არა მხოლოდ ამ შესანიშნავი ქვეყნის ხალხის, ეკონომიკისა და კულტურული ობიექტების განადგურება და არა მხოლოდ "საერთაშორისო სამართლის საფუძვლების ნგრევა", არამედ მძიმე დარტყმა რუსეთის მომავალზეც”. 



როგორ მოხვდნენ მემორიალის სიაში ომის დანაშაულებში ბრალდებული ადამიანები

 

როგორც მემორიალმა განაცხადა, დოლჟენკოვი და დვოინი, რომლებსაც უშიშროების წარმომადგენლები სამხედრო დამნაშავეებად თვლიან, შეყვანილნი იყვნენ სიაში, ვინაიდან ისინი 2001 წელს შეიყვანეს თათრეთის რესპუბლიკის მემორიალური წიგნის მეოთხე ტომში. ამავდროულად, საგამოძიებო კომიტეტი საქმის აღძვრის შესახებ გადაწყვეტილებაში მიუთითებს კურსკის პროკურატურის 2002 წლის იანვრის დასკვნაზე - რომ ამ ადამიანების რეაბილიტაცია დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე - შეუძლებელია. “მემორიალი” ამტკიცებს, რომ ორგანიზაციამ ამ ინფორმაციის გადამოწმება ვერ შეძლო. ამავდროულად, მემორიალმა მოითხოვა ინფორმაცია ФСБ-ს არქივიდან 2021 წლის ბოლოს, მაგრამ პასუხი არ მიუღია.

მესამე პირი, რუდოლფ ნაიმილერი, სავარაუდოდ, ბაზაში "განსაკუთრებული ნიშნით გადასახლებულად" მოხვდა - ის ოდესის რეგიონიდან ეთნიკური ნიშნით გადაასახელს, როგორც გერმანელი. 1954 წელს ნაიმლერი გაასამართლეს და ბრალი დასდეს კოლაბორაციონიზმში მოლდოვის ნაცისტური ოკუპაციის დროს. როგორც “მემორიალის” თანამშრომელი, ისტორიკოსი სერგეი ბონდარენკო განმარტავს, „ის ფაქტი, რომ ნაიმლერი თანამშრომლობდა ნაცისტურ რეჟიმთან, არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ საბჭოთა ხელისუფლების პირობებში ის ეროვნული ნიშნით იყო რეპრესირებული“.

ამასთან, სანამ მემორიალი საქმის დეტალებს გამოაქვეყნებდა, ჟურნალისტები ვარაუდობდნენ, რომ იყო კიდევ სამი პირი, რომელთა რეპრესირებულთა სიაში შეყვანის გამო ორგანიზაცია უკვე გააკრიტიკეს - პაველ კოვალევსკი, პეტრე პეტროვსკი და ივან ლისოვსკი. 2021 წლის ზაფხულში ეს სახელები გაისმა “რასია-24”-ის ეთერში ისრაელელი ისტორიკოსის აარონ შნეერის გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელმაც სამივე დაასახელა ნაცისტების დამხმარეებად. იგივე სამი სახელი მოგვიანებით გაიხსენა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრებთან შეხვედრისას და უფლებადამცველებს პასუხის გაცემისკენ მოუწოდა. მაშინ იან რაჩინსკიმ განმარტა, რომ ლისოვსკის, პეტროვსკის და კოვალევსკის სახელები შეცდომით შეიტანეს მემორიალის მონაცემთა ბაზაში სპეცსამსახურების (ФСБ) არქივების მიუწვდომლობის გამო.

 

როგორ დაიწყო „ნაციზმის რეაბილიტაციის“ საქმე?

 

2023 წლის იანვარში ტელეგრამის არხი “Baza” წერდა, რომ საგამოძიებო კომიტეტი შეამოწმებდა იან რაჩინსკის სტატიის მიხედვით „ნაციზმის რეაბილიტაციაზე“ ძველი პოსტის გამო. 2023 წლის მარტში, ტელეგრამ არხმა “ВЧК-ОГПУ” და ТАСС-მა, წყაროზე დაყრდნობით, განაცხადეს, რომ მსგავსი მუხლით აღძრეს საქმე “მემორიალის” „უცნობი“ თანამშრომლების წინააღმდეგ. იმავე დღეს საზოგადოებამ განაცხადა, რომ ორგანიზაციამ ამის შესახებ არაფერი იცოდა.

15 მარტს ТАСС-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქმე “მემორიალის” წინააღმდეგ აღიძრა საზოგადოებრივი მოძრაობის “რუსეთის ვეტერანების” საჩივრის საფუძველზე. აქტივისტები აცხადებდნენ, რომ მემორიალის სიაში 20 ადამიანი იპოვეს, რომლებიც ნაცისტებთან თანამშრომლობისთვის იყვნენ გასამართლებული. ასეთ ადამიანებს შორის “რუსეთის ვეტერანების” ვებგვერდზე ნახსენებია პიოტრ დვოინიხიც.

ამავდროულად, ნაიმლერის სახელი, როგორც სააგენტო აღნიშნავს, 2023 წლის დასაწყისში გამოჩნდა ФСБ-ს განსაიდუმლოებულ მასალებში. დოკუმენტებში ნათქვამია, რომ იგი მონაწილეობდა საბჭოთა მოქალაქეების სიკვდილით დასჯაში. ერთი წლით ადრე, “РИА Новости”-მ გამოაქვეყნა ნაიმლერის ჩვენება, და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს პირი შედიოდა “მემორიალის” მონაცემთა ბაზაში.

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ 2021 წლის ბოლოს ადამიანის უფლებათა ცენტრისა და საზოგადოება მემორიალის ლიკვიდაცია გამოაცხადა. პროკურატურამ სარჩელის ფორმალურ მიზეზად „მემორიალის“ მიერ “უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის “სისტემატური“ დარღვევები მოიყვანა. ამავდროულად, სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ორგანიზაცია დაადანაშაულა “დიდი სამამულო ომის ისტორიული მეხსიერების დამახინჯებაში“, “საბჭოთა კავშირის, როგორც ტერორისტული სახელმწიფოს ცრუ იმიჯის შექმნასა“ და ნაცისტი დამნაშავეების რეაბილიტაციაში.