ვლადიმერ ხომერიკი - სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა

23 ივლისი 2015 Shadow

 kommersant.ru-ს ცნობით, ე.წ. მცოცავი საზაღვრების შესახებ რუსი და ქართველი ხალხის ერთიანობის ფონდის ხელმძღვანელმა ვლადიმერ ხომერიკმა კომენტარი გააკეთა.

„სამხრეთ ოსეთი - დამოუკიდებელი სახელმწიფოა, მაგრამ ის უნდა შევიდეს გარკვეულ დიალოგში საქართველოს მხარესთან ამ საკითხების გადასაწყვეტად. რუსეთმა, რა თქმა უნდა როგორც სამხრეთ ოსეთის გარანტმა, მაინც უნდა დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები საზღვრებთან დაკავშირებით იმ განსაზღვრული ხელშეკრულების შესაბამისად, რომელიც მიღწეულ იქნა ადრე. მე არ მივესალმები იმას, რომ განუწყვეტლივ ხორციელდება ასეთი მცოცავი, გაუგებარი, ეგრეთ წოდებული ანექსია საქართველოს ტერიტორიების მიმართ.  მე ვფიქრობ, რომ რუსეთმა უნდა უკარნახოს სამხრეთ ოსეთს ამის გაკეთება არ შეიძლება- არსებობს დასდგენილი საზღვრები,“ აღნიშნა ხომერიკმა.

„რუსი და ქართველი ხალხის ერთიანობის ფონდი“ არჩილ ჭყოიძის „ერეკლე მეორის საზოგადოების“ პარტნიორია. ორგანიზაცია საკუთარ საიტზე აქვეყნებს სხვადასხვა ინფორმაციას საქართველოდან და რუსეთიდან რაც უმთავრესად ამ ორი ქვეყნის ურთიერთობას ეხება. ვლადიმერ ხომერიკმა საქართველოში ბოლოს პრესკონფერენცია 2013 წელს გამართა და თქვა, რომ რუსეთი ოკუპანტი არ არის და ყველაფერი ქართველი ხალხის ბრალია ოკუპაციამდე მიიყვანა საქართველოს ხელისუფლებამ და რუსეთი არის ოკუპირებული საქართველოს მიერ რადგან ერთი მილიონი ქართველი ცხოვრობს რუსეთში.