მაქსიმ ბუტკევიჩი დაატყვევეს

13 ივლისი 2022 Shadow

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შემდეგ მაქსიმ ბუტკევიჩი, ისევე როგორც  ბევრი სხვა უკრაინელი, ვერ ხედავდა სხვა გზას გარდა იმისა, რომ შეერთებოდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. მაქსიმი ჩავარდა ტყვეობაში მისი დანაყოფის სხვა წევრებთან ერთად ლუგანსკის ოლქის ზოლოტესა და გორსკისთან მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს. გარკვეული პერიოდი მისმა მშობლებმა არაფერი იცოდნენ გარდა იმისა, რომ მაქსიმი არ გამოდიოდა კავშირზე, თუმცა 24 ივნისს დაკითხვის ამსახველი რუსული პროპაგანდისტული რგოლით შეიტყვეს რომ ის ცოცხალია. 

დედამისმა უამბო ჟურნალისტებს, რომ ამ დრომდე მაქსიმთან არ ჰქონდა კონტაქტი და მასთან ერთად ტყვეობაში ჩავარდნილ მხოლოდ ორ პირს მიეცა მოკლე ზარების განხორციელების საშუალება.  

მაქსიმი არის ცნობილი ჟურნალისტი და ადამიანის უფლებების დამცველი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული პროექტში „საზღვრების გარეშე“.  მისი წყალობით ცნობილი გახდა იმ უამრავი თავშესაფრის მაძიებლის სავალალო მდგომარეობის შესახებ, ვისაც ემუქრება დეპორტაცია უკრაინიდან რუსეთში, ბელარუსში და სხვა ქვეყნებში, სადაც მათ საფრთხე მოელით. 

უკანასკნელ წლებში მაქსიმ ბუტკევიჩი იყო სამოქალაქო რადიოსა და ადამიანის უფლებების ცენტრის „ЗМИНА“ თანადამფუძნებელი. იმის მიუხედავად, რომ იგი ცნობილი იყო, პირველ რიგში, თავისი უფლებადაცვითი საქმიანობის გამო, ბოლო 10 წლის განმავლობაში ის ასევე მუშაობდა BBC-ის ჟურნალისტად, როგორც უკრაინაში, ისე დიდ ბრიტანეთში სწავლის პერიოდში. 

2022 წლის მარტში მაქსიმმა გააზიარა თავისი ფოტო სამხედრო ფორმით და დაწერა: „ სამწუხაროდ, იძულებული ვარ შევაჩერო ჩემი სამუშაო ლტოლვილების დახმარების მიმართულებით, ასევე ჰუმანიტარული და უფლებადამცველობითი საქმიანობა. ფოტოს მიხედვით მიხვდებით რატომაც... არის მომენტები, როდესაც საჭიროა გკითხულობდნენ იმის დასაცავად, რისიც გწამს. დანარჩენი - ჩვენი გამარჯვების შემდეგ“.

მაქსიმი არის ერთ-ერთი იმ უამრავ უფლებადამცველთაგან, ვინც გადადო სხვა ამოცანების შესრულება და ახლა წინა ხაზზე იცავს უკრაინას. მათ შორის არიან ოლექსანდრ სედოვი ყირიმის ადამიანის უფლებების ჯგუფიდან და კონსტანტინ რეუცკი, ცნობილი უფლებადამცველი და ჟურნალისტი ლუგანსკიდან. ბევრი სხვა აქტივისტი შეუერთდა ტერიტორიული თავდაცვის ძალებს. 

 

წყარო: https://zn.ua