რუსეთიდან კაპიტალის გადინება გაიზარდა

12 აპრილი 2017 Shadow

წყარო: lenta.ru

კაპიტალის გადინება რუსეთიდან ამ წლის პირველ კვარტალში 1.8 ჯერ გაიზარდა 2016 წელთან შედარებით და 15.4 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამის შესახებ ცენტრალური ბანკის მონაცემები მეტყველებს.

კაპიტალის გადინების ასეთი მოცულობა, ძირითადად უცხოური აქტივების გაზრდის მიზნით საბანკო გადარიცხვების შედეგად ჩამოყალიბდა, აღნიშნავს ცენტრალური ბანკი. „ამავდროულად, 2017 წლის პირველ კვარტალში, სხვა სექტორები კაპიტალის ნეტო-იმპორტიორები გამოდგნენ და გაზარდეს საგარეო ვალდებულებები“ - აღნიშნულია კომენტარში რეგულატორის საიტზე.

როგორც რუსეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ კოლიჩევმა 10 აპრლის განაცხადა, კაპიტალის გადინება ნავარაუდებია შარშანდელ დონეზე - მშპ-ს 1-1.5%.

ცენტრალური ბანკის მონაცემებით, 2016 წელს კაპიტალის წმინდა გადინება 4-ჯერ შემცირდა და 15.4 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ეკონომიკური განვითარების სამინიტროს გათვლებით, კაპიტალის შემოდინება რუსეთში მინიმუმ 2023 წლამდე  არ აღდგება.