ფოტოები თანამგზავრიდან: რუსული სამხედრო ტექნიკის მობილიზაცია უკრაინის საზღვართან

21 აპრილი 2021 Shadow

19 აპრილს ევროკავშირის უმღალესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან მობილიზებულია 100,000 რუსი სამხედრო. მეორე დღეს, 20 აპრილს კი Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები, რომლებზეც ასახულია უკრაინის საზღვრებთან განლაგებული რუსული სამხედრო ტექნიკის მასშტაბური მობილიზაცია. ფოტოები, რომლებიც გადაღებულია 27 მარტიდან 16 აპრილამდე პერიოდში კომპანია Maxar Technologies თანამგზავრების მიერ, აჩვენებს, რომ რუსულ მხარეს დაწყებული აქვს საბრძოლო თვითმფრინავებისა და თავდასხმისთვის განკუთვნილი ვერტმფრენების მობილიზება და, ამასთანავე, მიმდებარე ტერიტორიაზე აშენებს სამხედრო ჰოსპიტალს.

 

რუსული სამხედრო ვერტმფრენები საკის ავიაბაზაზე, ყირიმში. 16 აპრილი.

წყარო: Maxar Technologies/via REUTERS

რუსული ტანკები, თვითმავალი არტილერია და ჯავშანტექნიკა ოპუკის საწვრთნელ ბაზაზე ყირიმში, შავის ზღვის სანაპიროს სიახლოვეს. 15 აპრილი.

წყარო: Maxar Technologies/via REUTERS

 

რუსული სამხედრო ვერტმფრენები კირვსკეს ავიაბაზაზე ყირიმში. 14 აპრილი.

წყარო: Maxar Technologies/via REUTERS

 

რუსული სამხედრო ჰოსპიტალი ოპუკის საწვრთნელ ბაზაზე ყირიმში, შავი ზღვის სანაპიროს სიახლოვეს. 15 აპრილი.

წყარო: Maxar Technologies/via REUTERS

 

რუსული სამხედრო ვერტმფრენი Sukhoi Su-34 მოროზოვსკის ავიაბაზაზე რუსეთში. 27 მარტი.

წყარო: Maxar Technologies/via REUTERS

 

რუსული ტანკები და შეიარაღება პოგოროვოს საწვრთნელ ბაზაზე ვორონეჟის სიახლოვეს, რუსეთი. 10 აპრილი.

წყარო: Maxar Technologies/via REUTERS

 

საავიაციო დანაყოფები ანგარსკის საწვრთნელ ბაზაზე, ყირიმი. 15 აპრილი.

წყარო: Maxar Technologies/via REUTERS

 

სამხედრო კარვები ანგარსკის საწვრთნელ ბაზაზე, ყირიმი. 15 აპრილი.

წყარო: Maxar Technologies/via REUTERS

 

პენტაგონის პრესმდინვნის, ჯონ კირბის განცხადებით, რუსული სამხედრო ძალების მობილიზაცია უკრაინის საზღვრებთან დღეს გაცილებით უფრო ფართო მასშტაბიანია, ვიდრე 2014 წელს, როდესაც რუსეთმა მოახდინა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია. 

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა, უილიამ ბიორნსმა კი კონგრესთან მოხსენებაში თქვა, რომ რუსული სამხედროების მობილიზაცია უკრაინის საზღვართან შესაძლოა მიმართული იყოს უკრაინის მთავრობის დამცირებისა და დაშინებისკენ ისევე, როგორც ეს შეიძლება იყოს გარკვეული სიგნალი ბაიდენის ადმინისტრაციისთვის.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში დაძაბული ვითარების ფონზე, ბაიდენის ადმინისტრაციაში სულ უფრო მეტს საუბრობენ ხმამაღლა რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე. ასევე, განიხილება უკრაინის დახმარება შეიარაღებით. სატელეფონო საუბარი შედგა ჯო ბაიდენსა და ვლადიმირ პუტინს შორისაც. მხარეებმა განიხილეს შესაძლო ორმხირვი სამიტის გამართვა ამავე წელს ბაიდენსა და პუტინს შორის.