სამხრეთ ოსეთი ნელ-ნელა რუსეთის ნაწილი ხდება

17 იანვარი 2017 Shadow

მას შემდეგ რაც რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ შესახებ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, ეტაპობრივად ხდება ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო ანექსია. პროცესი გულისხმობს ოკუპირებული ტერიტორიების მართვის ეტაპობრივ გადასვლას რუსეთის ფედერაციის ხელში, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს კრემლის სურვილზე ოკუპირებული ტერიტორიები ჩამოაშოროს საქართველოს და ზიანი მიაყენოს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

მიმდინარე მოვლენებზე სტატიები იწერება არა მხოლოდ საქართველოში და დასავლურ მედიაში, არამედ თავად რუსულენოვან მედიაში. Damoukidebloba.com ერთ-ერთი ასეთი სტატიის თარგმანს გთავაზობთ, რომელიც გამოქვეყნდა „gazeta.ru“-ს ვებგვერდზე სახელწოდებით - „სამხრეთ ოსეთი ნელ-ნელა რუსეთის ნაწილი ხდება“. სტატიაში მოყვანილია სამხრეთ ოსეთში და რუსეთში მოღვაწე პოლიტიკური მიმომხილველების შეხედულებები მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

სმხრეთ ოსეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის არმია რუსეთის შეიარაღებული ძალების ნაწილის გახდება.  „gazeta.ru“ -ს რესპოდენტები აღნიშნავენ რომ ეს გადაწყვეტილება უკვე დიდი ხანია გაჭიანურდა - უთანხმოების საგანი გახდა სამხრეთ ოსეთის სამხედროების სურვილი შეენარჩუნებინათ საკუთარი სამხედრო წოდებები და სხვა დეტალები, თუმცა 2017 წელს ეს გაერთიანება საბოლოოდ მაინც შედგება. ამას ხელს უწყობს მოსკოვის სწრაფვა გაამარტივოს რეგიონში საკუთარი ხარჯების კონტროლის პროცედურა.

სამხრეთ ოსეთის არმიის ქვედანაყოფები შევლენ რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში. ამის შესახებ ხუთშაბათს უწყების განვლილი წლის შეფასებისა, სამხრეთ ოსეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრმა იბრაგიმ გასეევმა  განაცხადა.

გასეევის თქმით, შესაბამისი ხელშეკრულება უკვე ხელმოსაწერად მზადდება. მას შემდეგ რაც ის ძალაში შევა, რუსეთის მხარე სცნობს სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ ძალებში ნამსახურეობას და სამხრეთ ოსეთის სამხედრო ბილეთებს. ე.წ. მინისტრის სიტყვებს სამხრეთ ოსეთის საინფორმაციო სააგენტო Рес გადმოსცემს.

გასეევმა აღნიშნა ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, საორგანიზაციო-საშტატო სტრუქტურაში ყველა ცვლილება განხორციელდება სამხრეთ ოსეთის სამხედროების მიერ.

„ამდაგვარად, თავდაცვის სამინიტრო შეინარჩუნებს საბრძოლო ქვედანაყოფებს. ესაა ჩვენი მტკიცე პოზიცია“ - ხაზი გაუსვა მინისტრმა.

ასევე, მისი განცხადებით, სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობა ცდილობს, რომ რუსეთის ჯარში მიღებისას აღიარებულ იქნეს სამხედრო წოდებები და ეროვნულ არმიაში ნამსახურობა.

„ჩვენ არ მივცემთ უფლებას, რომ ჩვენ ჯარისკაცი, სერჟანტი, ოფიცერი რომელსაც აქვს საბრძოლო გამოცდილება, საბრძოლო ჭრილობები, სამთავრობო ჯილდოები და ნამსახურევი წლები გაუთანაბრონ რუსეთის არმიის 18 წლის წვევამდელს. ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს, და კვლავ გავაგრძელებთ მათი დამსახურებების ცნობისთვის ბრძოლას“- თქვა გასეევმა.

ჯერ კიდევ 2015 წლის მარტში, როდესაც მოსკოვმა და ცხინვალმა გააფორმეს ხელშეკრულება „მოკავშირეობასა და ინტეგრაციაზე“ გაჟღერდა გეგმა სამხრეთ ოსეთის არმიის ქვედანაყოფების რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ჩართვაზე. 

კერძოდ, ხელშეკრულების მეორე მუხლის, მეორე პუნქტის თანახმად - რუსეთი უზრუნველყოფს სამხრეთ ოსეთის თავდაცვასა და უსაფრთხოებას და ამ მიზნით „რესპუბლიკის შეიარაღებული ძალებისა და უშიშროების სამსახურების გარკვეული ქვედანაყოფები, მხარეთა შეთანხმებით, შედიან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალებისა და უშიშროების ორგანოების შემადგენლობაში“.

ამ ქვედანაყოფების შესვლის, ფუნქციონირების, გამოყენების და უზრუნველყოფის წესი „განისაზღვრება ცალკე ხელშეკრულებით, რომელზეც შეთანხმების ვალდებულებას მომლაპარაკებელი მხარეები წინამდებარე ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს ექვს თვეში იღებენ“, ნათქვამია დოკუმენტში.

როგორც Газета.Ru-ს პარლამენტის წევრმა პარტია „Единая Осетия“-დან პიოტრ გასსიევმა აცნობა,  ხელშეკრულების სწორედ ამ პუნქტმა გაუჩინა მაშინ სამხრეთ ოსეთის ე.წ თავდაცვის სამინიტროს კითხვები.

მისი თქმით ცალკეული ხელშეკრულების ხელმოწერა მაინც არ მოხდა, რადგან სამხრეთ ოსეთის სამხედრო უწყება ეწინააღმდეგებოდა სამხრეთ ოსეთის არმიის ქვედანაყოფების შესვლას რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში.

„დიდი კამათი იყო ამ საკითხთან დაკავშირებით. თავდაცვის სამინიტრომ განაცხადა, რომ თუ ოსეთის არმია რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ინტეგრირდებოდა, ჩვენ დავკარგავდით თავდაცვისუნარიანობას. წინააღმდეგობა სწორედაც რომ სამხედროთა მხრიდან მოდიოდა. მე არ ვიცი რატომ შეცვალეს მათ თავიანთი პოზიცია. ჩემთვის ეს დიდად გასაკვირია“ - განაცხადა დეპუტატმა.

რამდენიმე მიზეზი არსებობს თუ რატომ „გადაიფიქრა“ უეცრად სამხრეთ ოსეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ, ფიქრობენ Газета.ru-ს რესპოდენტები.

პირველი, რუსეთი დაიღალა ოსური მხარის მიერ სამხედრო უწყებისა და მთლიანად სამხრეთ ოსეთის მხარდაჭერისა და განვითარებისთვის გამოყოფილი სახსრების ხარჯვის კონტროლით, აღნიშნავს ეროვნული სტრატეგიის ინსტიტუტის პრეზიდენტი მიხაილ რემიზოვი.

„ძალიან ბევრი კრიტიკა იყო რესპუბლიკის (სტატიაში გამოყენებული ტერმინი) აღდგენის პროცესში. ხშირად ითქმებოდა მოსკოვის მიერ გამოყოფილი სახსრების არაეფექტიან ხარჯვაზე. ფული რუსეთისაა, ხოლო განკარგავენ ადგილობრივები. გასაგებია, რომ არსებობენ კურატორები, რომლებიც აკონტროლებენ, თუმცა სიტუაცია ძალიან სახარბიელოა კორუფციისთვის. ამდენად რაც ნაკლები შუამავალი იქნება ამ პროცესში მიტ უკეთესი“ - განაცხადა რემიზოვმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ პირდაპირმა მმართველობამ შეიძლება მოხსნას ეს პრობლემა.

მეორეც, სამხრეთ ოსეთმა დაისახა რუსეთის შემადგენლობაში შესვლა, აღნიშნავს საერთაშორისო ჰუმანიტარულ-პოლიტიკურ კვლევათა ინსტიტუტის დირექტორი ვლადიმერ ბრუტერი.

ამ საკითხთან დაკავშირებით 2017 წლის განმავლობაში, სამხრეთ ოსეთი აპირებს რეფერენდუმის ჩატარებას.

„ცხადია, რომ სამხრეთ ოსეთის არმიის რუსეთის არმიაში ინტეგრაციის გადაწყვეტილება ნაწილია ამ კურსის და აადვილებს ამოცანას, რადგან ყველაფერი არმიით იწყება“ - შეაჯამა პოლიტოლოგმა. 

მესამე, პრინციპში რუსეთზეა დამოკიდებული სამხრეთ ოსეთის როგორც სახელმწიფოს არსებობა, დაასკვნა ბრუტერმა.

 

ამასთანავე, 2016 წლის თებერვალში, რუსეთის  სამხრეთის სამხედრო ოლქის 58-ე არმიის სარდალი გენერალ-ლეიტენანტი ანდრეი გურულევმა, არმიების შესაძლო გაერთიანების კომენტირებისას  განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ ძალებს, მიუხედავად მცირერიცხოვნობისა, შეუძლიათ მოიგერიონ აგრესია სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, რუსეთის მხარდაჭერის გარეშეც. მისი სიტყვები მოჰყავს ინტერნეტ გამოცემას „On Kavkaz“-ს. 

თუ სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტის სპიკერს ანატოლი ბიბილოვს დავუჯერებთ, რომლის სიტყვებსაც იმოწმებს საიტი „Эхо Кавказа“, დღევანდელ დღეს სამხრეთ ოსეთის არმია შედგება 800 ჯარისკაცისგან.

„ჩვენ გვაქვს ბელარუსთან საერთო ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სიტემა, თუმცა აქ საქმე მიდის არა კოორდინირებადი ან გაერთიანებული სისტემისკენ არამედ საერთო სისტემისკენ. სამხრეთ ოსეთის ისტორია სხვაა, ამიტომ რთულია რაიმე ანალოგიის მოყვანა“ - აცხადებს რემიზოვი.

მიუხედავად ამისა, МГИМО-ს პოლიტიკის თეორიის კათედრის დოცენტის კირილ კოკტიშის თქმით, მსგავსი სქემა უკვე განხორციელდა აფხაზეთთან.

„რამდენადაც მე მახსოვს, რუსეთის ჯარების აფხაზეთში განლაგების ხელშეკრულება სწორედ ამგვარ ინტეგრაციას ითვალისწინებს. ხელმოწერილი ხელშეკრულების ფარგლებში შეიარაღებული ძალები უკვე ახორციელებენ ურთიერთქმედებას“ - ბრძანა კოკტიშმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთში, როგორც აფხაზეთში, მოსახლეობის ძირითად ნაწილს გააჩნია ორი პასპორტი: ადგილობრივი და რუსული. და ზოგიერთს ამასთან ერთად აქვს ასევე ქართული.

„და ამ კუთხით, რომ რუსეთი თავის მოქალაქეებს ჩაუთვლის შეარაღებულ ძალებში სამხედრო სამსახურს ბუნებრივი და ნორმალურია“ - დაასკვნა კოკტიშმა.

თადარიგის პოლკოვნიკი ვიქტორ მურახოვსკი ამტკიცებს, რომ რუსეთის არმიას უკვე აქვს გამოცდილება სამსახურში სხვა ქვეყნის მოქალაქეების აყვანის.

„ყირიმში ეს იყო მასობრივი მოვლენა. გადმოდიოდნენ სამხედრო მოსამსახურეების რუსეთის მხარეს და იღებდნენ სამსახურში რუსეთის არმიაში. ზოგიერთი სამხედრო ნაწილის ნომერიც კი, რომელიც ახლა განლაგებულია ყირიმში, არ შეცვლილა, მიუხედავად იმისა იყო ნახევარკუნძული საბჭოთა, რუსული, თუ უკრაინული“ - ყვება მურახოვსკი. 

თუ სამხრეთ ოსეთის არმიის ქვედანაყოფები შევლენ რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში მაშინ დიდი ალბათობით პროცესის ხელმძღვანელები საორიენტაციოდ აიღებენ ჩეჩნეთში აპრობირებულ მოდელს, აღნიშნავენ Газета.ru-ს რესპოდენტები.

ორიენტირად შეიძლება გამოდგეს ჩეჩნეთის მეორე ომსა და 2008 წლის სამხრეთ ოსურ  კონფლიქტში მონაწილე  ბატალიონი „ვოსტოკი“, დააზუსტა რემიზოვმა.

„საქმე არ ეხება წვევამდელთა გაწვევას და მათ რუსეთში გადანაწილებას. ისინი დააკომპლექტებენ ცალკე ქვედანაყოფებს საკუთარ ტერიტორიაზე“ - ასკვნის ექსპერტი.“